ორშაბათი, 30.12.2024, 19:08 მოგესალმები სტუმარი


welcome Home Brothers and Sisters

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
500
გოლემი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 2 » საქართველო(იცოდე შენი ქვეყნის ისტორია)
09:37
საქართველო(იცოდე შენი ქვეყნის ისტორია)
                                 
საქართველო — ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
 
                                 სახელწოდება
ქვეყნის სახელწოდება „საქართველო" მომდინარეობს „ქართ" ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ"-ს უკავშირდება. 1918—1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად", 1990—1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკა"-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.
 
                                 გეოგრაფია 

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი. ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ. ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი. ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.
 
                                სახელმწიფო
საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. დედაქალაქი: თბილისი. სახელმწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე აფხაზური. ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).
 
 
                        ტერიტორიული მოწყობა
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
თითოეული მუნიციპალიტეტი ერთიანი თვითმმართველი ერთეულია, ერთგვაროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებითა და გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრებით. მნიშვნელოვანი ელემენტია ასევე მოსახლეობის ეთნოკულტურული სიახლოვე და ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ფუნქცია.
 
რეგიონი დედაქალაქი
1 აფხაზეთი სოხუმი
2 სამეგრელოს და ზემო სვანეთის ზუგდიდი
3 გურია ოზურგეთი
4 აჭარა ბათუმი
5 რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
6 იმერეთი ქუთაისი
7 სამცხე-ჯავახეთი ახალციხე
8 შიდა ქართლი გორი
9 მცხეთა-მთიანეთი მცხეთა
10 ქვემო ქართლი რუსთავი
11 კახეთი თელავი
12 თბილისი თბილისი
 
 
                                       დემოგრაფია
2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.

ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 83,8 %, აზერბაიჯანელები — 6,5 %, სომხები — 5,7 %, რუსები — 1,5 %, ოსები — 0.9 %, იეზიდები — 0.4 %, ბერძნები — 0.3 %, ქისტები — 0.2 %, უკრაინელები — 0.2 %, აფხაზები — 0,1 %; რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84.00 %, მუსლიმანები — 9.9 %, სომეხი გრიგორიანელები — 3.9 %, კათოლიკეები — 0.8 %, იეზიდები – 0.4%, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0.1% და სხვები. დიდი ქალაქები: თბილისი — 1.136.600, ქუთაისი — 188.600, რუსთავი — 117.300, ბათუმი — 122.200, სოხუმი — 43.000, გორი —42.000 , ზუგდიდი — 69,000, ფოთი — 47,400, ცხინვალი — 7,000.
 
 
                                კულტურა 
არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი; ლიტერატურა: ქართული ეპოსი — ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.). თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928). კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.
 
                                     ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტალარი (GEL)
მთავარი მრეწველობა:ფოლადი, ავიაცია, მანქანათხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები, მაღაროები (მანგანუმი და სპილენძი), ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL). დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები 
 დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.
 
 
დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:                                
 
საქართველოს ბანკების ასოციაცია ბაზის ბანკი                               
 
ბანკი რესპუბლიკა (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი)                                 
 
ვითიბი (ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკი)                       
 
თიბისი ბანკი                                                                 
 
პროკრედიტბანკი                                                               
 
საქართველოს ბანკი                                                               
 
სახალხო ბანკი                                                                      
 
სილქ როუდ ბანკი                                                                   
 
სტანდარტ ბანკი                                                                   
 
ტაოპრივატბანკი
არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:                                       
 
განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი
დაზღვევის სისტემა: დაზღვევის ასოციაცია
ალდაგი-ბი-სი-აი                                                                     
ჯი-პი-აი                                                                           
ჰოლდინგი
ახელმწიფო ინსტიტუტები:                                                    
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო                                         
 
საქართველოს ეროვნული ბანკი
 
 
 
 
 
ნანახია: 2008 | დაამატა: blackcrow | ტეგები: saqartvelo | რეიტინგი: 3.5/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
რა ავტვირთოთ უფრო ხშირად საიტზე?
სულ პასუხი: 90
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930