ათი მცნება
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი,არცა ყოველადვე მსგავსნი,რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა; არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი. ექვს დღე იქმოდე და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ-გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არა იმრუშო.
8. არა იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათვის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისისათვის, რაიცა იყოს მოყუასისა შენისა.
|