„ჩვენი კარატის გული არის ნამდვილი ბრძოლა,
ნამდვილი ბრძოლის გარეშე არ არის სიმართლე,
სიმართლის გარეშე არ არის ნდობა,
ნდობის გარეშე არ არის პატივისცემა.
ეს არის განსაზღვრება აღმოსავლური ორთაბრძოლის სამყაროში.“
/მასუტაცუ ოიამა/
„სპორტსმენი ხდება დამწყები ათასი დღის ვარჯიშის შემდეგ, ხოლო ექსპერტი ათი ათასი ვარჯიშის შემდეგ.“ /ოიამა
„მნიშვნელოვანია რომ ივარჯიშო და ისწავლო ტექნიკური უნარი. იმ ადამიანს, ვისაც სურს რომ მართლა შეასრულოს ბუდოს გზა, მისთვის მნიშვნელოვანია რომ მთელი მისი ცხოვრება ივარჯიშოს და არ აიღოს გეზი არა მხოლოდ უნარისკენ და ძალისკენ, არამედ სულიერი მიღწევებისკენაც .“ /ოიამა
„ადამიანის სიცოცხლე მიაღწევს სიკაშკაშეს და ძალას მხოლოდ მაშინ, როცა ის არის გაპრიალებული და თავშეკავებული.“ /ოიამა
„კარგი წიგნების კითხვა კარგ იდეებს ნერგავს გონებაში, ანვითარებს კარგ სურვილებს და უძღვება კარგი მეგობრების შეძენაში.“ /ოიამა
„სურვილი უნდა იყოს წმინდა და სუფთა ეგოიზმისაგან. იზრდება რა სულის სიღრმიდან, სურვილები არიან სულიერი მოთხოვნილებები რომლებიც იჭრებიან ყველა ადამიანის ცხოვრებაში და შესაძლებელს ხდიან რომ ადამიანი მოკლან. ადამიანი სურვილის გარეშე გავს გემს საჭის გარეშე ან ცხენს აღვირის გარეშე. სურვილები აძლევენ ცხოვრებას მუდმივ დავალებებს.“ /ოიამა
„რამდენადაც შესაძლებელია, მე არ მინდა არაფერი ქვეყანაზე იმის გარდა რომ მეცვას სავარჯიშო გი და ვასწავლიდე კარატეს.“ /ოიამა
„თუ მე ვინმე შემეკითხებოდა თუ რას უნდა მიუძღვნას ადამიანმა თავისი ცხოვრება, მე ვუპასუხებდი: ვარჯიშს. ივარჯიშე უფრო მეტი ვიდრე გძინავს.“ /ოიამა
„ადამიანი ყოველ დღე უნდა ცდილობდეს რომ გააფართოვოს თავისი შესაძლებლობის ლიმიტი.“ /ოიამა
„ყოველი გამარჯვების შემდეგ არის ახალი მთის წვერი დასაპყრობი.“ /ოიამა
„სანამ მოვკვდები, არ მინდა რომ ვიყო დაშორებული ჩემი დოგისგან, არ მინდა რომ შევწყვიტო ჩემი ვარჯიშები დოჯოში.“ /ოიამა
„უსწრაფესი გზა რომ მიაღწიო მამაცობას არის ის რომ მიყვე არჩეულ გზას და უნდა გსურდეს რომ მიატოვო თვით ცხოვრება სამართლიანობის გამო.“ /ოიამა
„თუ შენ გაქვს თავდაჯერება შენს სიტყვებში, სურვილებში, ფიქრებში და მოქმედებებში და აკეთებს შენს საუკეთესოს, შენ არ დაგჭირდება რომ ინანო იმ შედეგის გამო რასაც მიიღებ. შიში და კანკალი აქვს ადამიანს რომლიც იმედოვნებს რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც მას სურს.“ /ოიამა
„ადამიანს აქვს თეორიული უნარი ულიმიტო დეგრადაციისა, მაგრამ ასევე აქვს უნარი ულიმიტო განვითარებისა და მიღწევებისა. წარმატება დამყარებულია მიზნებზე და სიბეჯითეზე მის დევნაში.“ /ოიამა
„ყოველთვის იცოდე ბუდოს ნამდვილი მნიშვნელობა, რბილი სძლევს მყარს, პატარა სძლევს დიდს.“ /ოიამა
„ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრება არის ის როდესაც ადამიანმა იცხვორა სიმართლით და ჰქონდა სურვილი რომ დაენახა სამართლიანობა ყველგან.“ /ოიამა
„მე გავაანალიზე რომ შეუპოვრობა და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესისკენ სვლა არის ერთადერთი გზა რომ მიაღწიო მიზანს რა თქმა უნდა სწორ მიართულებასთან ერთად.“ /ოიამა
„ყოველ ჩვენთაგანს აქვს თავისი სიმხდალე. ყოველი ჩვენთაგანს ეშინია დაკარგვის და სიკვდილის. მაგრამ შეყოვნება არის გზა რომ დარჩე მხდალად მთელი ცხოვრება. ერთადერთი გზა რომ იპოვო სიმამაცე არის ის რომ ეძებო იგი ბრძოლის ველზე. ნამდვილი გზა გამარჯვებისკენ არის სურვილი რომ გაწირო სიცოცხლე.“ /ოიამა
„ჩვენ კიოკუშინში ვინარჩუნებთ რწმენას რომელსაც არ აქვს ცრუ რწმენა.“ /ოიამა
„ჩემი გზა არის კარატის გზა, რომელიც ასვე არის ადამიანობის გზა და რომელიც საბოლოოდ უკავშირდება სამოთხის გზას.“ /ოიამა
„ადამიანს რომელსაც ესმის თავაზიანობა, ის ადამიანი უდიდესი განძია. მე ვიმედოვნებ რომ ვავარჯიშებ და ხალხში გავუშვებ იმდენად ბევრ ასეთ ადამიანს რამდენსაც შევძლებ.“ /ოიამა
„ნამდვილი მამაცობა მაშინ იბადება როცა მას მოსდევს მამაცობა.“ /ოიამა
„კარატე არის ბუდო და თუ ბუდოს ამოიღებ კარატიდან, მაშინ ის სპორტზე მეტი არაფერი იქნება ან უბრალოდ მოდური კარატე იქნება, და ვარჯიშის იდეა უბრალოდ მოდური იქნება.“ /ოიამა
„მე ჩემი თავისთვის უფლება არ მიმიცია რომ უგულებელ მეყო ნებისმიერი აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნება რომელიც არსებობს. რატომ? იმიტომ რომ ასეთი უგულებელყოფა არის შერცხვენა იმ ადამიანის რომელიც მისდევს ამ აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელონების ბილიკს.“ /ოიამა
„რადგანაც კარატე არის აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნება, უნდა ივარჯიშო უდიდესი სერიოზულობით დასაწყისიდანვე.“ /გიჩინ ფუნაკოში
„აკეთე ზუსტად ისე როგორც გასწავლიან, არავითარი ჩივილის გარეშე.“ /გიჩინ ფუნაკოში
„როდესაც სწავლობ ახალ ტექნიკას ივარჯიშე მთელი გულით მანამ სანამ მას ბოლომდე არ გაუგებ.“/გიჩინ ფუნაკოში
„თავი არ მოიკატუნო რომ მაგარი ოსტატი ხარ და არ აჩვენო ბოლომდე შენი ძალა.“ /გიჩინ ფუნაკოში
„შენ უნდა უარყო ცუდი და მიიღო კარგი“ /გიჩინ ფუნაკოში
„სიბრაზე ჰგავს ცხელი ნახშირის აღებას და იმ ადამიანისკენ სროლას ვინც გძულს, მაგრამ შენ ხარ ერთადერთი რომელიც შავდება.“ /ბუდა
„თუ ყოველი ადამიანი დაეხმარებოდა თავის მეზობელს, არც ერთი ადამიანი არ დარჩებოდა დახმარების გარეშე.“ /ბრუს ლი
„წყალს შეუძლია გემი ატივტივოს და წყალს შეუძლია გემი ჩაძიროს.“ /ძველი ჩინური ანდაზა
„დააცარიელე შენი ფინჯანი რომ ისევ შეივსოს, გახდი ნაკლული რომ მოიპოვო სრულყოფილება.“ /ბრუს ლი.
|