|
საიტის წესები
წესები:
1)აკრძალულია უცენზურო სიტყვების გამოყენება (ბილწსიტყვაობა)
2)აკრძალულია გამოუყენებელი ფაილების დადება(რომელიც გაფუჭებულია,დაზიანებულია და ასე შემდეგ)
3)ადმინი ყოველთვის მართალია.ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეაცვლევინოს მომხმარებელს სახელი მის აქაუნთზე მთლიანად თუ ჩათვლის საჭიროდ.
4)ადმინი იტოვებს უფლებას შეცვალოს ან დაამატოს ახალი წესი საიტს.ყველა ვინც დაარღვევს წესს აუცილებლად დაისჯება შესაბამისი ზომებით
დასჯის მეთოდები:Account-ის წაშლა,BAN
5)აკრძალულია რეკლამების გაკეთება!გამონაკლისია მხოლოდ საიტების სია
6)აკრძალულია ცრუ ინფორმაციის გავრცელება,მომხმარებლის მოტყუება,შეცდომაში შეყვანა
7)არავის უთხრათ თქვენი accaunt-თი თვით ადმინისტრაციას,ადმინისტრაცია არასოდეს გკითხავთ თქვენ accaunt-ს!
8)აკრძალულია ბილწი სიტყვების დარქმევა(მაგალითად xxxman)წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მიღებული მკაცრი ზომები
9)არ ატვირთოთ პორნოგრაფია და არ გაავრცელოთ მისი მისამართი(http//********.**),წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას,გამეორების შემთხვევაში დაგედებათ Ban
10)წესების არ ცოდნა არ განთავისუფლებთ დასჯისაგან.
ექაუნტის რეგისტრაციისას კორექტულად შეავსეთ ფორმა. აკრძალულია უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება,აგრეთვე სატანისტური და ამორალური სიტყვების გამოყენებაც . არ შეიყვანოთ არარსებული ან სხვისი ელექტრონული ფოსტის მისამართი. წესების დარღვევით შექმნილი ექაუნტები წაიშლება ადმინისტრაციის მიერ
11)აკრალულია ექაუნტის ჯგუფური ფლობა. აღნიშნული ქმედება აღითქმება როგორც ექაუნტის გადაცემა სხვა პირებზე
12)პაროლი უნდა იცოდეს მარტო ექაუნტის მფლობელმა. არ გაანდოთ არავის საიდუმლო კოდი. ადმინისტრაცია არ ეკითხება მომხმარებელს თავის პაროლს
13)პაროლად უნდა დააყენოთ ასოების, რიცხვების და სიბლოლოების რთული კომბინაცია. პაროლი არ უნდა იმეორებდეს ან შეიცავდეს ექაუნტის სახელს, რეალურ სახელს, ტელეფონის ნომერს ან სხვა იოლად მისახვედრ ინფორმაციას მფლობელის შესახებ
14)მოერიდეთ ყველანაირად პაროლის აკრებას სხვის კომპიუტერზე. არსებობს სპეციალური პროგრამები, "კლავიატურული შპიონები", რომლებიც საკმაოდ გავრცელებულია ინტერნეტ კაფეებში,რითაც სხვა პირი შეძლებს თქვენი აქაუნტით სარგებლობას
15)შეავსეთ ყველა ველი რეგისტრაციისას მხოლოდ ნამდვილი ინფორმაციით. სავალდებულოა შეავსოთ ზუსტი ინფორმაციით მეილი,სახელი და გვარი, რათა მოხდეს დადასტურება იმისა, რომ ეს აქაუნტი ეკუთვნის ნამდვილად ამ პიროვნებას (შესაძლოა მოხდეს იმეილის შემოწმება, რათა დადასტურდეს რომ ამ იმეილზე არსებობს ესეთი სახელისა და გვარის პიროვნება).
აკრძალვები და შეზღუდვები
აკრძალვები, რომლებიც ეხება მონაწილეთა პირად მონაცემებს,იკრძალება მონაწილის ნიკნეიმში შემდეგის გამოყენება:
1. უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
2. ვებ- საიტების მისამართების სახელწოდებები.
3. გრამატიკული შეცდომებით( განზრახ) დაწერილი გამონათქვამები.
4. ასოების ან ციფრების უაზრო კომბინაცია, მაგალითად, 2154hbfhdb54
5. იკრძალება ისეთი ნიკნეიმების რეგისტრაცია, რომლებიც გავს სხვა მონაწილეების ნიკნეიმებს.
სარეგისტრაციო მონაცემების ყველა ველში იკრძალება შემდეგის გამოყენება:
1. უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
იკრძალება არასწორი ინფორმაციის განთავსება.
2. იკრძალება ფოტოსურათის ფორუმზე განთავსება, მათ შორის ავატარად ან პროფილის ფოტოდ გამოყენება, თუ:
1. იგი არ არის მონაწილის პირადი ფოტო, მასზე გამოსახულია უცხო პირი.
2. ფოტოზე გამოსახულია რამდენიმე ადამიანი; ამასთან, ძნელი გასარკვევია, თუ რომელი მათგანია მონაწილე.
3. ფოტოზე ცუდად ჩანს მონაწილის გამოსახულება.
4. ფოტო არ შეესაბამება მონაწილის ასაკს (მაგალითად, დაუშვებელია ძველი, ბავშვობის სურათების გამოქვეყნება).
5. ფოტო ატარებს პორნოგრაფიულ, ფორუმის კონკრეტული წევრის ან წევრების პიროვნების შეურაცხმყოფელ ან საზოგადოდ შოკისმომგვრელ ხასიათს (თუკი მაგალითად ფოტოზე აშკარად ჩანს ადამიანის ან ცხოველის წამების, მოკვლის, სხეულის დაზიანების ან სხვა ძალადობის სცენა). ასეთი ფოტოს განთავსება (ეხება მხოლოდ ძალადობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას!) შესაძლებელია მხოლოდ მოდერატორთან შეთანხმების საფუძველზე და იმ პირობით, რომ ) ფორუმის წევრები მკაფიოდ იქნებიან წინასწარ გაფრთხილებულნი; ) ფოტო-ვიდეო მასალა არ დაარღვევს ფორუმის სხვა წესებს.
6. ფოტო წარმოადგენს ნახატს, ან მასზე გამოიყენეს გრაფიკული ფილტრები, რომელთა შედეგადაც ფოტომ დაკარგა თავისი რეალისტური მახასიათებლები.
7. იკრძალება უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სტატუსები
8. იკრძალება ნიკნეიმის გადაცემა სხვა პირისთვის, ან ერთი ნიკნეიმის კოლექტიური გამოყენება რამდენიმე პირის მიერ.
9. იკრძალება ნიკნეიმების მიტაცება, ანუ რეგისტრაცია იმ მიზნით, რომ სხვების მიერ არ მოხდეს მათი გამოყენება.
10.კითხვებით, რომლებზეც პასუხების მიღება შესაძლებელია პირდაპირ საძიებო ველის გამოყენებით პოპულარულ საინფორმაციო პორტალებზე ან საძიებო სერვერებზე (მაგალითად, Yandex ან Google) უმოკლეს დროში (2-5 წუთი).
3.იკრძალება შეტყობინების გამოქვეყნება, აგრეთვე, შეტყობინებაში დანართის (attachment) მიბმა, თუ იგი შეიცავს:
1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევებს, აგრეთვე რჩევებს, მოწოდებებს მისი დარღვევისაკენ.:
2. ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივება, ანუ სხვადასხვა ეროვნების, რასის ან რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს შორის კონფლიქტის შექმნის მცდელობები.
3. ეროვნული პატივმოყვარეობის შელახვა, ანუ კონკრეტული ეროვნების მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის გამოვლინება შეუფერებელი ფორმით. ამ პუნქტს განეკუთვნება უადგილო, შეუფერებელი ან შეურაცხმყოფელი ეპითეტების ხმარება რომელიმე ეროვნების მისამართით.
4. მოქალაქეების რელიგიის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასობრივი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების, მსოფლმხედველობის,დისკრიმინაცია.
5. მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართული გამოქვეყნება ან ცილისწამება. კერძოდ, იკრძალება საკუთარი თავის სხვა პიროვნებად წარდგენა ან იმ სიცრუის განცხადება, ვითომ კავშირი გაქვთ ამ კონკრეტულ პიროვნებასთან.
6. არაკანონონიერი ობიექტების შეძენის, გავრცელების, მოხმარების გზების განხილვა.
7. ძებნა, ბმულების დადება, პორნოგრაფიული მასალების განხილვა (ანუ მასალები სასქესო ორგანოების ან სქესობრივი აქტის, აგრეთვე, სექსუალური ურთიერთობების ანატომიური ან ფიზიოლოგიური წვრილმანების ბუნებრივი გამოსახულებით).
8. ნებისმიერ ტექნიკურ საშუალებათა წყობიდან გამოყვანის ხერხების განხილვა მოტყუების მიზნით.
9.ინფორმაციის პუბლიკაცია, რომლის გამხელის უფლებაც თქვენ არ გაქვთ. მაგალითად, მასალების, რომლებიც შეიცავენ სახელმწიფოებრივ, სამსახურეობრივ ან კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე, საავტორო უფლებების, მესაკუთრის უფლებების, პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და პირადი მონაცემების დამრღვევი ინფორმაცია.
10.ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა ან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი ფორმით. აგრეთვე, ნებისმიერი თემის განხილვა, რომელიც ეხება ამ ნივთიერებების დამზადებას, მოხმარებას, შენახვას, გაყიდვას ან შეძენას.
დისკუსიის წარმართვის არასამართლიანი საშუალებები:
1. საკუთარი გზავნილების ჩასწორება, წაშლა იმ მიზნით, რომ მოხდეს თავდაპირველი აზრის გადაკეთებული ფორმით წარმოჩენა ან დამალვა მას შემდეგ, რაც მათ გამოხმაურება მოჰყვა თემაში (მაგალითად, თავხედური შეტყობინების წაშლა, რომელმაც გამოიწვია ანალოგიური პასუხების დაწერა). იმ გზავნილის წაშლა, რომელმაც კონფლიქტი გამოიწვია, შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ან საკუთარი დანაშაულის აღიარების ან მობოდიშების შემდეგ. ამასვე მიეკუთვნება თემის არაკორექტული სათაურის გადაკეთებაც.
2. სოფისტიკისა და დემაგოგიის გამოვლინებები, კერძოდ, თანამოსაუბრეების აზრის გადასხვაფერება, სხვისი აზრის მათზე მიკუთვნება და ასე შემდეგ.
3. ფორუმის მონაწილეებზე მიმართული პროვოკაციები, რასაც შეიძლება წესების დარღვევა მოჰყვეს.
4. პროვოკაციულ ქმედება, თუ პირველი შეტყობინების ავტორი, რომელმაც გამოიწვია დავა, შემდგომში უარს იტყვის კითხვებზე პასუხის გაცემასა და თავისი პოზიციის არგუმენტირებაზე, მაგრამ გააგრძელებს თავისი შეხედულებების დაცვას და ისევ იმავე აზრზე იქნება. (მაგალითად: "არ მეგონა, რომ აქ ამდენი ფანატი ჰყავდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ - თქვენი აზრი არ მაინტერესებს.")
რეკლამის შემცველი
1. რეკლამის ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ დიდი ინტერესი გამოიწვიოს, მასზე მოთხოვნილების გაჩენა უზრუნველყოს ან საქონლის, მომსახურების, რესურსების და სხვ. პოპულარობის მხარდაჭერა მოახდინოს. ზოგადად, რეკლამად ითვლება ერთი მონაწილის მიერ ამა თუ იმ რესურსის, საქონლის, მომსახურების... შეტყობინებებში მრავალგზის ჯიუტად მოხსენიება, შექება; მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევში შეტყობინების მიკუთვნება რეკლამის კატეგორიისდმი, განისაზღვრება ინდივიდუალურად, ფორუმის ადმინისტრაციის მიერ, და არა გზავნილის ავტორის მიერ.
2. იმ სიტუაციაში, როცა ფორუმის ზოგიერთი მონაწილე ითხოვს დახმარებას რამდენიმე კონკრეტული პროდუქტის არჩევაში, სხვა მწარმოებლების საქონელზე ყურადღების მიპყრობა არათავდაპირველი სიიდან შეიძლება განხილული იქნეს როგორც რეკლამა. თუ თქვენთვის ცნობილია დასახმარებელი ადამიანის საჭიროებები და დარწმუნებული ხართ იმაში, რომ თქვენს მიერ რეკომენდებული პროდუქტი საუკეთესო ვარიანტია მისი მიზნებისათვის, მაშინ მსგავსი რამ დასაშვებია მხოლოდ ახალი არჩევანის ზუსტი არგუმენტირებით და სხვა პროდუქტებთან
3. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).
4. იკრძალება ნებისმიერი უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, განსაკუთრებით, მონაწილეთა მისამართით.
5. იკრძალება უცენზურო ლექსიკის გამოყენება ნებისმიერი ფორმით და სახით, ციტატებშიც კი.
6. დაუშვებელია უზრდელური და უცენზურო გამოთქმა ან დაწერა სიტყვის ნაწილის წერტილებით ჩანაცვლებით. მსგავსი ქმედებები ითვლება მძიმე დარღვევად.
7. იკრძალება ნებისმიერი სახის თავხედური გამოხტომები ან "ინტელექტუალური თავხედობა", როდესაც თანამოსაუბრე დამცინავი თავაზიანობის ტონით იუწყება ოპონენტების ინტელექტის დეფიციტის შესახებ
8. იკრძალება ფორუმის მონაწილეთა სახელების, ნიკნეიმების განზრახ დამახინჯება მათი დამცირების, შეურაცხყოფის მიზნით. ნიკნეიმის ზუსტი ტრანსლიტერაცია დარღვევად არ ითვლება. ტრანსლიტერაციის რეგულარულად გამოყენებისთვის თქვენ შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება.მეორედ დაგედებათ ბანი.
9. თუ თქვენ ან ვინმე სხვას საჯაროდ მოგმართეს უტაქტოდ, არაკორექტულად, შეურაცხყოფა მოგაყენეს, მაშინ გთხოვთ, მოითმინოთ (გაჩუმდეთ) და დაელოდოთ, სანამ მოდერატორი გაწმენდს თემას. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება, თუ შეატყობინებთ მოდერატორს დარღვევის თაობაზე. თუ თქვენ ყველას თანდასწრებით უპასუხებთ თავხედ იუზერს მისივე იარაღით და მის დონეზე დაეშვებით, მაშინ მოდერატორი თქვენდამი იგივე ზომებს მიიღებს, რასაც სკანდალის მთავარ გამომწვევთან და არ გაითვალისწინებს თქვენს არგუმენტს - "მან პირველი დაიწყო". თუ თქვენ მას კიდევ უფრო უტაქტოდ უპასუხეთ, მაგალითად, თუ დაეშვებით უცენზურო ლექსიკის დონემდე, მაშინ თქვენდამი გატარდება კიდევ უფრო მეტად მკაცრი ზომები.
10. შეტყობინებათა მიკუთვნებას იმ კატეგორიისადმი, რომელიც ექვემდებარება წესების ამ პუნქტს, განსაზღვრავს ადმინისტრაცია, და არა გზავნილთა ავტორები.
დაუშვებელი გამონათქვამების მაგალითები:
1. იკრძალება Holy Wars-ის ("რელიგიური ომები") შექმნა, პროვოცირება, მონაწილეობა. ანუ გაფანატება, მცირედ არგუმენტირებული (და როგორც წესი, ექსპრესიულად გამოხატული) შეტყობინებების გამოქვეყნება, რომელიმე ერთი მონაწილის ლანძღვა ან შექება ასე თუ ისე თანასწორუფლებიანი ალტერნატივებიდან, მაგალითად:
ლინუქსი მაგარია, ვინდოუსი ნაგავია
2. კატეგორიულად იკრძალება კამათის შეტრიალება და თანამოსაუბრის პირადულში გადასვლა. მაგალითად: ერთი შენ თავს შეხედე!ახალგაზრდავ, რამდენი წლის ხარ?
3. იკრძალება "სიტყვიერ ომებში" მონაწილეობის მიღება, დავაში დავის გამო, როდესაც მონაწილეებს ავიწყდებათ, თუ რისთვის დაიწყო საუბარი და დავობენ მხოლოდ იმისთვის, რომ დაარწმუნონ ოპონენტი თავიანთ სიმართლეში ან სხვის სიცრუეში.
4. სავსებით არ არის მოწონებული ხუმარა გზავნილები სერიოზული ხასიათის მატარებელ თემებში. (გამონაკლისს წარმოადგენს ფორუმი "ფლეიმი"). მსგავს შემთხვევაში თქვენ შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება.
5. ფლუდი. უაზრო შეტყობინებების ნაკადი (მხოლოდ იმისთვის, რომ გამოჩნდეთ თემაში, ილაყბოთ ათასგვარ სისულელეზე ან მომენტალურ, უმნიშვნელო პრობლემებზე) აღიზიანებს მომხმარებლებს, რადგანაც ეს უსარგებლო ინფორმაციის რაოდენობის გაზრდას იწვევს, ანელებს გვერდების გახსნის პროცესს. თუ თქვენ სათქმელი არაფერი გაქვთ - უმჯობესია გაჩუმდეთ!
6.ღრმად პირადული მიმოწერა. ასე და ამგვარად, იკრძალება ფორუმის მონაწილეთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე ღრმად პირადულ საკითხებთან დაკავშირებული მიმართვები (რაც წარმოადგენს ინტერესის სფეროს არა ფორუმის აუდიტორიისათვის, არამედ მხოლოდ ამ მონაწილეებისათვის). მსგავსი პირადული მიმართვებისთვის, გთხოვთ, გამოიყენეთ ელექტრონული ფოსტა,Skype,MSN, ICQ ან პირადი მიმოწერა (PM-ი).
7.ნებისმიერი თემის ან საკითხის გარჩევის გაგრძელება, რომელიც მანამდე ადმინისტრაციის მიერ აიკრძალა.
- დასჯა:
- მონაწილისათვის მთელს ფორუმზე პოსტინგის გაკეთების უფლების ჩამორთმევა (დროებით ან სამუდამოდ)
- მონაწილისათვის ფორუმზე შესვლის უფლების წართმევა
- IP ბანი მონაწილეს (გარკვეული ხნით ან მუდმივად)
- მონაწილის გზავნილების წაშლა
- ფორუმის მონაწილის სარეგისტრაციო მონაცემების წაშლა (ანგარიშის გაუქმება)
| |