ორშაბათი, 29.04.2024, 01:53 მოგესალმები სტუმარი


welcome Home Brothers and Sisters

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
საბავშვო [2]
ეკონომიკა [11]
საინჟინრო [0]
სამართალი [14]
სამშენებლო [0]
სამედიცინო [1]
ისტორიული [12]
ნაწარმოებები [30]
ტექნოლოგიური [7]
საგანმანათლებლო [24]
სასოფლო-სამეურნეო [0]
რომანი/რომანტიკული [0]
საქართველოს უკვდავი პოეტები [4]
მინი-ჩეთი
500
გოლემი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » განათლება » საქართველოს უკვდავი პოეტები

akaki wereteli/აკაკი წერეთელი
31.08.2010, 15:45

დაიბადა : 09.06.1840 წ
გარდაიცვალა : 26.01.1915 წ

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (9 (21) ივნისი 1840 წელი სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი, - 26 იანვარი (8 თებერვალი) 1915 წელი) დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში. ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
აკაკი წერეთელი დაიბადა იმერეთის შეძლებული თავადის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I შვილიშვილის შვილი იყო. აკაკიმ ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან - პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ''ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების'' დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს ’ხუმარა”, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
აკაკი წერეთელმა სტუდენტობის წლებშივე გამოავლინა მშობლიური ქვეყნის სიყვარული. თანამშრომლობდა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციაში. ამავე ჟურნალში (1862, N 5) აქვეყნებს თავის ლექსებს: "პოეტი" და "ჩანგური", იგი ავტორია არაერთი შესანიშნავი სატრფიალო ლექსისა: "ციცინათელა" (1869), "მუხამბაზი" - "რომ იცოდე ჩემი გულის დარდები" (1876) და სხვ.
ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდი როლი შეასრულა ა. წერეთლის ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა: "ბაგრატ დიდი" (1875), "თორნიკე ერისთავი" (1883), "პატარა კახი" (1890), შესანიშნავმა რომანმა "ბაში-აჩუკი" (1895 - 1896) და სხვ. უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა პოემას "გამზრდელი" (1898), რომელშიც ადამიანური ზნეობის პრობლემებია წამოჭრილი.
აკაკი წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.
აკაკი წერეთელმა კანონიერად დაიმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურისა და სალიტერატურო ენის რეფორმატორისა და ფუძემდებლის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა აკაკი ჭეშმარიტად სახელოვან პოეტად. აკაკის მრავალი ლექსი სამუდამოდ აღიბეჭდა ქართველი ხალხის ცნობიერებაში და მისი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად იქცა.


ნაწარმოებები 

ლექსი 
იმერული ნანინა
ქართველი ქალი
ღამურა
სულიკო
აღმართ-აღმართ
განთიადი
ხატის წინ
გაზაფხული
ავადმყოფი
ჩანგური
პოეტი
ციცინათელა
საიდუმლო ბარათი
თქვენი ჭირიმე
ილიას მოკვლის გამო

პოემა 
გამზრდელი
თორნიკე ერისთავი
ნათელა

მოთხრობა 
ბაში-აჩუკი
ჩემი თავგადასავალი

 
კატეგორია: საქართველოს უკვდავი პოეტები | დაამატა: blackcrow | ტეგები: აკაკი წერეთელი, akaki wereteli
ნანახია: 1567 | რამოტვირთვები: 4 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
რა ავტვირთოთ უფრო ხშირად საიტზე?
სულ პასუხი: 90
შესვლის ფორმა
ძებნა