ოთხშაბათი, 15.05.2024, 16:26 მოგესალმები სტუმარი


welcome Home Brothers and Sisters

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
საბავშვო [2]
ეკონომიკა [11]
საინჟინრო [0]
სამართალი [14]
სამშენებლო [0]
სამედიცინო [1]
ისტორიული [12]
ნაწარმოებები [30]
ტექნოლოგიური [7]
საგანმანათლებლო [24]
სასოფლო-სამეურნეო [0]
რომანი/რომანტიკული [0]
საქართველოს უკვდავი პოეტები [4]
მინი-ჩეთი
500
გოლემი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » განათლება » საგანმანათლებლო

გიორგი შატბერაშვილი
08.09.2010, 18:38
დაიბადა : 14.04.1910 წ
გარდაიცვალა : 20.04.1965 წ

გიორგი ივანეს ძე შატბერაშვილი დაიბადა 1910 წლის 14 აპრილს თბილისში, სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, მან სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა.
გიორგი შატბერაშვილმა მოწაფეობაშივე გამოამჟღავნა პოეტური ნიჭი და დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში", რომლის რედაქტორი იყო შოთა ძიძიგური.
გ. შატბერაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სიჭაბუკეშივე სცადა კალამი დრამატურგიაში. დაწერა პიესა ''დუშმანი", რომლითაც დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1933 წელს დაწერა ლექსი ''წერილი ახალგაზრდობას", რომელიც პიესა ''დუშმანთან" ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ატაში გადასახლების მიზეზი. გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.
გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი გაემგზავრა კასპის რაიონში. ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში). რვა წლის განმავლობაში (1936-1944 წ.წ.) სოფლებში ქვემოჭალასა და კავთისხევში, ასევე კასპში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, რუსულ ენას, ისტორიას.
1944 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო, დაბრუნებულიყო თბილისში და გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა.
1945 წელს თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა გიორგი შატბერაშვილის პიესა ''ფიქრის გორა", ამ პიესას მოჰყვა ''რკინის პერანგი " და ''ძველი სახლი ", რომელთა დადგმა 1947-1948 წლებში განხორციელდა კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, აგრეთვე დაიდგა პიესა ''უცნობი ქალი". ბევრი საინტერესო მოთხრობა შექმნა მწერალმა. მან 1949 წელს მკითხველს პირველ ჭაშნიკად შესთავაზა მოთხრობების წიგნი ''უკვდავი ფესვი". 1953 წელს მოხდა რეპრესირებულთა რეაბილიტაცია. რეაბილიტირებულთა შორის იყო გიორგი შატბერაშვილიც.
გიორგი შატბერაშვილისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სიცოცხლის უკანასკნელი წლები. ქართული წიგნის თაროებს ზედიზედ შემატა: მოთხრობები (1954 წ.), ''აიმ მთაზედა", ''სამაია" (1956 წ.), წერილებისა და ნარკვევების კრებული ''ნაფიქრი" (1959 წ.), ''მკვდრის მზე " (1960 წ.), ''ჩემს ძველ სახლში" (1960 წ.), პიესები (1963 წ.); საბავშვო წიგნები: ''კარგი ბიჭი" (1949 წ.), ''მტკვრის სათავისკენ" (1951 წ.), ''სათაფლია" (1958 წ.), ''ხილთა ქება" (1961 წ.), პოემა ''ზაფხულის ღამის ქრონიკები" (1963 წ.), ''ჭაშნიკი" (1964 წ.). ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში იყო 1962 წელს გამოცემული ვრცელი კრებული ''პოეზია, პროზა". 1970 - 1975 წლებში გამომცემლობა ''საბჭოთა საქართველომ" გამოსცა გიორგი შატბერაშვილის თხზულებათა ოთხტომეული.
1960 წელს მკითხველისთვის უკვე დაღვინებული მწერლის მიერ შემოთავაზებული შესანიშნავი მოთხრობა ''მკვდრის მზე" გამოქვეყნებისთანავე ითარგმნა რუსულ ენაზე და მოსკოვში დაიბეჭდა რუსი მწერლის ნიკოლოზ ტიხონოვის წინასიტყვაობით.
გიორგი შატბერაშვილი იყო მკვლევარი - ფილოლოგი, ამავე დროს ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი, წლების მანძილზე მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების (''დროშა", ''ცისკარი " ) რედაქციებში. გარდაცვალებამდე იგი ჟურნალ ''მნათობის" რედაქციაში პროზის განყოფილებას განაგებდა. სხვადასხვა წლებში იყო მწერალთა კავშირის კონსულტანტი, ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის ხელმძღვანელი (1953 წლიდან), პროზაიკოსთა სექციის თავმჯდომარე, არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად. 1964 წელს გამომცემლობა ''ნაკადულმა" გამოსცა გ. შატბერაშვილის რჩეული ლექსების კრებული ''გზა, განვლილი გზა". გარდაიცვალა 1965 წლის 20 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


ნაწარმოებები 

პიესა 
უცნობი ქალი
რკინის პერანგი
ფიქრის გორა
ძველი სახლი

ესეისტიკა 
გიგო მაღალაშვილი
გერონტი ქიქოძე
გალაკტიონის წლისთავზე
ბასილ მელიქიშვილი
ბარნოვის თქმით...

ლექსი 
ზაფხულის ღამის ქრონიკა
ხილთა ქება
მზე, მთვარე და ქარი
ზამთრის პირს ჩემი სოფელი
წერილი კლასის დამრიგებელს
ჯერ ისწავლოს, იბეჯითოს
ვინ იცინის, ვინ ტირის?
პირველი დღე სკოლაში
მოვდივართ, მოგვიხარია
კალოობა
ოქროს ყანა
მკათათვე
თიბათვე
სამზადისი
აპრილი
პატარა კი არ გეგონოთ...
აი მზიას კარ-მიდამო
ქართველ ქალებს ასახელებს
გამარჯვების დილა
ია
თებერვალი
უცბად ნათქვამი
ისეთი დღე
შენ გიმზერდე
თითქმის...მუხამბაზი
მარინა გრანატკინას
ჩემი გულის გამლექსავს
მინდოდი, გინდოდი
თამარის დაკარგვა ვარდის ქალაქში
თეთრო შინდო...
მე ვემდურები...
მოვდივარ
გვიანი ყვავილები
წლები მიდის, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხდებით...
მე რა მეჩქარება...
იცოდე...
ზღვის პირას
მცხეთის გზაზე
საკალმასო
მოგონება
სიყვარული
დავიწყებული სიყვარული ისევ მოვიდა...
სამაია
ადრეა
ა იმ მთაზე თოვლიანზე...
ჩემი ეპიტაფია
ამის დამწერი
აკაკის ფანტაზია
მაქსიმ გორკი
ერეკლე მეფის ანდერძი
ჭავჭავაძიანთ ბანზე
ალექსანდრე ჯაფარიძის ეპიტაფია
რუხის ციხესთან
არსენას ლექსი
გურამიშვილის საფლავზე
ტიციან ტაბიძის გახსენება
ნატო ვაჩნაძე
აღსარება წინაპარ პოეტს
ანალათ
მზის დაბადება
შვიდმაისი წვიმის შემდეგ
წერილი ახალგაზრდებს
მზე კალენდარზე
სპექტაკლის შემდეგ
ავთანდილ ღოღობერიძეს
იმღერე, ბიჭო!
მომინდა სიმღერა
ტივისხე
ლექსის მარილი
ნუ სძრახავ
ოდისევსის სიმღერა
კატა
შუადღე
მე ჩქარა წავალ... შენც გაიგე და აქვითინდი...
განშორების ჟამს
როგორ, როდის, საიდან...
ლექსი დაუსტამბავი
მე მსურდა მეთქვა
ვარდფენობა
დედის ეზოში
შვილის დალოცვა
სიყვარულსა მალვა უნდა?
იმ მშვენიერ გაზაფხულს...
შენი ქება მქონია...
მშვიდობისა
ჩვენი უღელი...
როცა ვერ გხედავ, მინდა გიმზერდე...
ქართული ენა
არა
დიდ ხელებს
ყვავილის მიწა
უთქმელი ლექსი
თვალადური რთველი
თბილისის ქება
სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე
საქართველოს ცას
საქართველო
სამოვრის მიწა
რთველი ძველ საქართველოში
ქართველი ველზე
ქართლი
ომგადახდილს
ნანა. მეშვიდე
მზის დაბნელება სართიჭალაში
მტკვარზე გამოჩნდნენ ნავები
მეც მესხი ვიყავ...
მე ვინა მთქვა..
მამა-პაპათა საფლავზე
ჟამი ესეცა წარვლის...
იბერის ლექსი
გმირის სურათთან
გაზაფხული მუხრანის ველზე
გაიმინდვრა
ერთი გოგო მიყვარდა
ძველ ლექსებს
დედა ენა
არსენა ყაჩაღი

კატეგორია: საგანმანათლებლო | დაამატა: blackcrow | ტეგები: literature, Gio, poeti, გიორგი შატბერაშვილი, giorgi
ნანახია: 1358 | რამოტვირთვები: 1 | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
რა ავტვირთოთ უფრო ხშირად საიტზე?
სულ პასუხი: 90
შესვლის ფორმა
ძებნა