კვირა, 22.12.2024, 18:22 მოგესალმები სტუმარი


welcome Home Brothers and Sisters

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
საბავშვო [2]
ეკონომიკა [11]
საინჟინრო [0]
სამართალი [14]
სამშენებლო [0]
სამედიცინო [1]
ისტორიული [12]
ნაწარმოებები [30]
ტექნოლოგიური [7]
საგანმანათლებლო [24]
სასოფლო-სამეურნეო [0]
რომანი/რომანტიკული [0]
საქართველოს უკვდავი პოეტები [4]
მინი-ჩეთი
500
გოლემი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » განათლება » საგანმანათლებლო

ანტონ ჩეხოვი
04.09.2010, 10:50
დაიბადა : 17.01.1860 წ
გარდაიცვალა : 02.07.1904 წ

ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი (17(29) იანვარი, 1860, ტაგანროგი - 2 ივლისი/15 ივლისი, 1904, ბადენვაილერი, გერმანია), რუსი მწერალი. 1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, ხოლო 1884 წელს - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მისი პირველი პატარა მოთხრობები ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით იბეჭდებოდა 70-80-იანი წლებში იუმორისტულ ჟურნალებში "სტრეკოზა", "ბუდილნიკი", "ზრიტელი", "ოსკოლკი". ჩეხოვის "მოხელის სიკვდილი", "ალბიონის ასული", "მსუქანი და გამხდარი", "ქამელეონი", "უნტერ პრიშიბევი" და სხვა (დაიბეჭდა 1883-1885 წლებში) ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის კლასიკური ნოველებია. მისი მოთხრობების პირველი კრებულია "მელპომენეს ზღაპრები" (1884) და "ჭრელი მოთხრობები" (1886), რომელშიც უდიდესი გამომსახველობითი ძალით გადმოცემულია იმ დროის ატმოსფერო, იუმორი ხშირად იცვლება მძაფრი სატირით.
80-იანი წლების II ნახევარში ჩეხოვის რეალიზმი გაღრმავდა. მისი პირველი ვრცელი მოთხრობა "სტეპი" 1888 წელს დაიბეჭდა რუსეთის სიმბოლო - სტეპი ავტორს თავისი ქვეყნის ბედ-იღბალზე ფიქრს აღუძრავდა. წარმატება ხვდა წილად ჩეხოვის მომდევნო კრებულებს "მწუხრში" (1887, პუშკინის პრემია, 1888), "მოთხრობები" (1888), "პირქუში ადამიანები" (1890) და სხვა.
1890 ჩეხოვმა იმოგზაურა კუნძულ სახალინზე, გაეცნო კატორღელთა მძიმე ცხოვრებას. იქ მიღებული შთაბეჭდილებანი გადმოსცა წიგნში "კუნძული სახალინი" (1893-1894, ცალკე გამოიცა 1895, ქართული თარგმანი 1985), რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მოგზაურობის მძიმე პირობებში ჩეხოვს გაუმძაფრდა ტუბერკულოზით დაავადება. 1890-1900 რამდენჯერმე იმოგზაურა საზღვარგარეთ. 1892 მან მოსკოვის მახლობლად, სოფ. მელიხოვოში, შეიძინა მამული და იქვე დასახლდა. აქ დაუახლოვდა იგი გლეხებს და ყოველნაირად ცდილობდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მელიხოვის პერიოდი (1892-1898) ჩეხოვის შემოქმედებაში უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქ დაწერა მოთხრობები: "პალატა N6" (1892), "მეზონინიანი სახლი" (1896), "გლეხები" (1897); პიესები: "თოლია" (1896) და "ძია ვანია" (1896, გამოქვეყნდა 1897). "ლაპატა N 6" 80-90-იანი წლების რუსეთის ცხოვრების გენიალური განზოგადებაა, ეს არის მძაფრი პროტესტი იმდროინდელი მმართველობის თვითნებობისა და ძალადობის წინააღმდეგ.
1902 წელს, როცა ნიკოლოზ II-მ მაქსიმ გორკის საპატიო აკადემიკოსად არჩევა გააუქმა, ჩეხოვმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპატიო აკადემიკოსის წოდებაზე.
ინტელიგენციისა და ხალხის გათიშულობის, პიროვნების თავის ნაჭუჭში ჩაკეტვის თემას ჩეხოვის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ( "კინკრიჟა", "სიყვარულის შესახებ", "კაცი ფუტლიარში", სამივე 1898). ჩეხოვის სოციალური განვითარების მწვერვალს მიაღწია მოთხრობაში "კაცი ფუტლიარში". ჩეხოვმა დრამატურგიაში ადრევე დაიწყო მუშაობა, მაგრამ მისია საპროგრამო პიესა იყო "თოლია", რომელიც 1896 დაიდგა პეტერბურგის თეატრის სცენაზე. 1897 წელს დაიდგა "ძია ვანია", 1900-1901 წლებში- "სამი და". ჩეხოვის ბოლო პიესაა "ალუბლის ბაღი" (1903-1904), რომელიც ძველი თაობის კრახს გვიხატავს. ჩეხოვმა ახალი გზები დაუსახა დრამატურგიის განვითარებას; ტრაგიკულისა და კომიკურის ოსტატური შერწყმით წარმოგვიდინა ადამიანის სულის სიღრმისეული შრეები. ჩეხოვი რუსული ლიტერატურის საუკეთესო რეალისტური ტრადიციების გამაღრმავებელია. თავის მხრით, მან დიდი გავლენა მოახდინა როგორც რუსულ, ისე მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაზე.
ჩეხოვმა საქართველოში პირველად 1888 წელს იმოგზაურა, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. 1900 წელს მაქსიმ გორკისთან და მხატვარ ვ. ვასნეცოვთან ერთად კვლავ ჩამოვიდა თბილისში.
ჩეხოვი პოპულარული იყო საქართველოში. 90-იან წლებში ქართული ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა
მისი მოთხრობების თარგმანები. ქართულ სცენაზე დაიდგა პიესები:"ივანოვი" და "დათვი" (1891), 1903 წელს გადმოითარგმნა პიესა "ძია ვანია", 1905 წელს - "ალუბლის ბაღი".

ნაწარმოებები 

მოთხრობა 
კაშტანკა

კატეგორია: საგანმანათლებლო | დაამატა: blackcrow | ტეგები: chexov, poeti, anton chexov, Anton
ნანახია: 1222 | რამოტვირთვები: 1 | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
რა ავტვირთოთ უფრო ხშირად საიტზე?
სულ პასუხი: 90
შესვლის ფორმა
ძებნა