კვირა, 22.12.2024, 18:29 მოგესალმები სტუმარი


welcome Home Brothers and Sisters

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
საბავშვო [2]
ეკონომიკა [11]
საინჟინრო [0]
სამართალი [14]
სამშენებლო [0]
სამედიცინო [1]
ისტორიული [12]
ნაწარმოებები [30]
ტექნოლოგიური [7]
საგანმანათლებლო [24]
სასოფლო-სამეურნეო [0]
რომანი/რომანტიკული [0]
საქართველოს უკვდავი პოეტები [4]
მინი-ჩეთი
500
გოლემი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » განათლება » საგანმანათლებლო

ანა კალანდაძე
02.09.2010, 09:05
დაიბადა : 15.12.1924 წ
გარდაიცვალა : 11.03.2008 წ



ქართველი პოეტი ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. 1946 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები. პირველი კრებული "ლექსები" 1953 გამოსცა. კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მან ქართულ პოეზიაში ხანგძლივი ინტერვალის შემდეგ კვლავ გამოხატა სულიერი სინაზე და სიფაქიზე. ანას შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხდადდება და უაღრესი ინტიმურობის ელფერს იძენს. ასე აჟღერდა მის ლექსებში, კერძოდ მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისის თემაც ("კარში გამო ჭიაჭია მარია",1946); ასეთია ბუნების განცდა ("თუთა", 1945; "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა", 1946; "ბეთანიის გზაზე", 1954). ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანადროულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას ("შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო", "ასეთი დარი თუ იყო მაშინ", ორივე 1945; "ღრუბლები",1953). კალანდაძის პატრიოტიზმი გამოხატავს ერის არსებით თვისებათა - სიკეთის, ქედუხრელობის, სიდიადის, შეწყალების ორგანულ განცდას "საქართველოო ლამაზო," მრავალლჟამიერ", 1952, "ფეხი დამადგით", მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს", ორივე 1959). მისი ლექსის ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა და ამაღლების დაცვას ("ნუ მიმცემ ეჭვთა", 1957; "ისევ გახსენი გული შენი", 1961). სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი კდემით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდა ("რისად არ მომხედავ ", 1945, "შეყვარებული ოდეს ქარები", 1954).
ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. მისი პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 და სხ. ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.
გარდაიცვალა 2008 წელს, დასაფლავებულია მთაწმინდაზე.


ნაწარმოებები 

ლექსი 
არაბი ხარ
კვლავ ნათლის სვეტად!
ყოფილა ის დროც
ფეხი დამადგით
ბოშა ქალი
მე ლამაზი მეგობარი მყავდა
პაწაწინა რტო ვარ
რეკენ ზარები
საით არიან შალვა,ბიძინა და ელიზბარი?..
შენ ისე ღრმა ხარ
ასეთი დარი თუ იყო მაშინ?
ბეთანიის გზაზე
ბროწეულები
ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი
ვერ წაიღეს, ვერა
სხვა საქართველო სად არი
მოჰყავთ შუშანიკი
ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა
თქვი, ჭიამარია!
ლოცულობს გველი
მოდიოდა ნინო მთებით
მრავალჟამიერ!
ო, მე კი არა, გული ხარხარებს

კატეგორია: საგანმანათლებლო | დაამატა: blackcrow | ტეგები: ana kalandadze, Ana, poeti
ნანახია: 1309 | რამოტვირთვები: 2 | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
რა ავტვირთოთ უფრო ხშირად საიტზე?
სულ პასუხი: 90
შესვლის ფორმა
ძებნა