ანა ფრანკი (გერმ. ანნელიესე მარიე ფრანკ; 12 ივნისი, 1929-მარტი, 1945) - ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული "ანა ფრანკის დღიურისა", დოკუმენტისა, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.