მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო:ცხოველები ტიპი:ფეხსახსრიანები კლასი:მწერები რიგი:ქერცლფრთიანები ოჯახი:აფროსნისებრნი სახეობა:მაქაონი
მაქაონი (Papilio machaon), დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მაქაონის ფრთების შლილი 9 სმ აღწევს. აქვს ყვითელი სხეული, წამახვილებული წინა ფრთები. უკანა ფრთები ბოლოვდება კუდებით. მატლი მწვანეა, შავი გასწვრივი ზოლები დასდევს და ყვითელი ლაქები აქვს. იკვებება როგორც ველური, ისე კულტურული ჯვაროსნების ფოთლებით. დაფრინავს მაის-ივნისში და აგვისტო-სექტემბერში (მეორე თაობა). მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც ბარში, ისე მთაში. მაღალმთიანეთში ბინადრობს მაქაონი „რუსთაველი" , საქართველოში მაქაონს „მერცხალკუდას" უწოდებენ.
|