შაბათი, 11.05.2024, 22:54 მოგესალმები სტუმარი


welcome Home Brothers and Sisters

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
რეფერატი [1]
რეფერატები:ქართულ,ინგლისურ და რუსულ ენებზე სხვადასხვა სფეროში
პროგრამები [15]
ვიდეო გაკვეთილები [0]
განათლება [105]
რუსული ლიტერატურა/русская литература [0]
უცხოური ლიტერატურა [0]
პოეტები და მწერლები [2]
ეს საინტერესოა [18]
მინი-ჩეთი
500
გოლემი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა

ინკები
15.10.2010, 11:22
                                      ინკები
ინკები — ცივილიზაცია სამხრეთ ამერიკაში. ინკები იყვნენ ანდების კულტურის მატარებელნი. როგორც ეთნოსი, ჩამოყალიბდა კურაკასკოში დაახლოებით მე-12 საუკუნეში და განავითარა საკუთარი ცივილიზაცია. ინკები სახლობდნენ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე: თანამედროვე პერუს , ბოლივიის,ეკვადორის, აგრეთვე ჩილეს ჩრდილოეთ, არგენტინის სამხრეთ-აღმოსავლეთ და კოლუმბიის სამხრეთ ტერიტორიებზე. წმინდა ქალაქ კუსკოდან ინკებმა შექმნეს უჩვეულოდ ორგანიზებული სახელმწიფო, მათ ყავდათ ხელოვნების წარმომადგენლები, მეცნიერები,ტექნოლოგები. ექსპანსიაზე დამყარებული ინკების იმპერია, თავის ირგვლივ კრეფდა სხვადასხვა ცოდნასა და პოტენციალს.

ინკების იმპერიაში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინოვაციებსა და საგნების აღმოჩენას, ისეთი როგორიცაა ტექნიკასთან ადაპტირება და განხორციელებულ სამუშაობეს და სხვა. გზები ერთ-ერთი დიდი ჩანაფიქრია ინკებისა, რომელიც მათ განახორციელეს.
ინკების ისტორია — დაახლოებით 1450–1532 წ.წ. სამხრეთ ამერიკის თითქმის მთლი დასავლეთი სანაპირო მოექცა ინკების იმპერიის შემადგენლობაში. ზღვაზე გასავლელები ინკებს საშუალებას აძლევდა ებატონათ სამხრეთ ამერიკის უდიდეს ნაწილზე, აგებდნენ გზებს კიტოს სამეფოსთან (დღევანდელი ეკვადორი), არგენტინის და ჩილეს სამხრეთ საზღვრამდე, და ქმნიდნენ საგარეო საკომუნიკაციო სისტემას.. ამ გზებით სარგებლობდნენ „ჩასკები" - კურიერები, რომელთაც გადაჰქონდათ წერილები ერთი ადგილიდან მეორეში.
ხელისუფლება ძალიან ორგანიზებული და ეფექტური იყო. მიუხედავად იმისა რომ ინკებს არ ქონიათ დამწერლობითი სისტემა, მათ ჰქონდათ ზეპირსოტყვიერების განსაკუთრებული მეთოდი და არქივი, რომელსაც უწოდებდნენ „კიპუს", რომელიც ორიენტირებული იყო მნიშვნელოვანი თარიღების ჩაწერაზე.
ინკების წარმოშობა უკავშირდება მითოლოგიას. ქვა ინკების ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანია. მათი შეხედულებით, ქვაში ცხოვრობდა სულიერება და ძალა. ამის გამო ინკები აღმერთებდნენ ქვას.
ქვით ისინი აშენებდნენ ქალაქებს, რისი თვასაჩინო მაგალითია მაჩუ-პიქჩუ. ინკებმა დააგეგმარეს ქალაქი კუსკო. მათ გააჩნდათ იარაღი, ტანსაცმელი, დიდი რაოდენობით სამკაულები, ოქრო და ვერცხლი.
ისინი ამუშავებდნენ მიწებს ანდების მთებში. მათ ასევე განავითარეს სარწყავი სისტემა.
მიუხედავად იმისა, რომ ინკების იმპერია დიდი და ძლიერი იყო, ფრანსისკო პისარომ ინკების იმპერიის ნაცვლად შექმნა პერუს სამეფო. ინკების შესახებ ინფორმაციის დიდი ნაწილი ჩვენამდე მოღწეული არაა.
ეკონომიკა — ინკები ავითარებდნენ აგრიკულტურებს მთიან რეგიონებში კიბისებური ტერასების სისტემის მეშვეობით. აგრეთვე ეკონიმიკის განვითარებას ხელს უწყობდა გზების ჯაჭვი, რომლზედაც გადაჰქონდათ ყველა ტიპის საქონელი.
რელიგია — რელიგია ემყარებოდა მზის თაყვანისცემას (ინტი). ინკები აღმერთებდნენ მზეს, რომლის სიმბოლოც ოქრო იყო. ეს უკანასკნელი კი მოსაპოვებელი გახლდათ და მხოლოდ მდიდარი ხალხის ფუფუნებას წარმოადგენდა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: blackcrow | ტეგები: History, Civilization
ნანახია: 961 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
რა ავტვირთოთ უფრო ხშირად საიტზე?
სულ პასუხი: 90
შესვლის ფორმა
ძებნა