სამშაბათი, 23.04.2024, 14:33 მოგესალმები სტუმარი


welcome Home Brothers and Sisters

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
რეფერატი [1]
რეფერატები:ქართულ,ინგლისურ და რუსულ ენებზე სხვადასხვა სფეროში
პროგრამები [15]
ვიდეო გაკვეთილები [0]
განათლება [105]
რუსული ლიტერატურა/русская литература [0]
უცხოური ლიტერატურა [0]
პოეტები და მწერლები [2]
ეს საინტერესოა [18]
მინი-ჩეთი
500
გოლემი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა

არსებობს ადამიანთა 9 სახეობა
18.06.2014, 22:37

არსებობს ადამიანთა 9 სახეობა.

1. ადამიანი - ქარი
დღეს აქ არის, ხვალ იქ, არაფერია მუდმივი და მყარი, გატაცებები ერთი მეორით იცვლება, დიდხანს არაფერზე ჩერდება.

2. ადამიანი - ყვავილი
მასთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ცუდისგან უნდა დაიცვა, ძალიან მყიფე და მგრძნობიარეა. თუმცა ამ სიმყიფეშიც არის თავისებური მშვენიერება და მომხიბვლელობა - ის ნებას გრთავს მოუარო და თავს ძლიერად გაგრძნობინებს.

3. ადამიანი - ბიბლიოთეკა
მისგან ყოველთვის შეიძლება რამის სწავლა, ახალი ცოდნის ჰორიზონტების აღმოჩენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოთმინებას მოიკრებ და არ იზარმაცებ, ბევრი თავისუფალი დრო რომ დახარჯო.

4. ადამიანი - ლაბირინთი
ის ყოველთვის მოულოდნელია, ვერასოდეს გამოიცნობ, რა ელის მოსახვევში და ურთიერთობა რომელ უღრან ტყეში შევა, თუმცა რაც უფრო ძნელია გამოცანა, მით უფრო საინტერესოა მისი ამოცნობის პროცესი.

5. ადამიანი - მწვანე ველი
მასთან ადვილია და სიმშვიდიეა, ყველა პრობლემას გვერდით ტოვებ, ისვენებ და დუნდები, წამიერად მაინც ივიწყებ, რომ გარეთ წვიმა და თოვლ-ჭყაპია, ნიჟარაში კი დაურეცხავი ჭურჭელი. 

6. ადამიანი - ფეიერვერკი
მას ფეთქებადი ტემპერამენტი აქვს, ის გჩუქნის დღესასწაულის შეგრძნებას, გიჟური ცხოვრების, დაუსრულებელი კარნავალის შეგრძნებას, მანამ სანამ ძალები გეყოფა. იყავი ბედნიერი, დრო ისედაც სწრაფად გადის!

7. ადამიანი - გრანიტი
მასთან ყოველთვის შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ არაფერი მოხდება და ყოველთვის დაცული ხარ. არის ის, ვისაც მძიმე სიტუაციაში დაეყრდნობი და მიენდობი.

8. ადამიანი - უფსკრული
იცი, რომ ცუდად დასრულდება, მაგრამ გიზიდავს, გიზიდავს კიდედან გადაიხედო, ხელით შეეხო რაღაც ამოუცნობს....

9. ადამიანი - ბრილიანტი
უყურებ მას, და ყოველთვის ახალ მხარეს აღმოაჩენ: დადებითია თუ უარყოფითი რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ სწავლობ და აღფრთოვანებული ხარ.

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: blackcrow | ტეგები: interesting, question, book
ნანახია: 839 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
რა ავტვირთოთ უფრო ხშირად საიტზე?
სულ პასუხი: 90
შესვლის ფორმა
ძებნა